29-04-2023
სამწუხაროა, რომ თერჯოლაში მანუჩარ რობაქიძეს არ ჰყავს კონკურენტი, ეს ძალიან ცუდია, რადგან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდებოდა ბევრი რაღაც, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მანუჩარ რობაქიძეს გამარჯვება გარანტირებული აქვს.
„მე არ მაქვს ხოლმე ბედნიერება, ჩემს მშობლიურ თერჯოლაში ჩამოვიდე იმის გამო, რომ სულ, როცა ქვეყნის მასშტაბით არჩევნებია, ცენტრალურ შტაბში მიწევს ყოფნა. ამ შემთხვევაში, ეს მოვახერხე. ძალიან სამწუხაროა, რომ თერჯოლაში მანუჩარს არ ჰყავს კონკურენტი, ეს ძალიან ცუდია, რადგან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდებოდა ბევრი რაღაც. მანუჩარს წინასწარვე შეგვიძლია, წარმატებები ვუსურვოთ. მას გამარჯვება გარანტირებული აქვს. ის თავის დროზე აირჩია ჩვენმა უახლოესმა ადამიანმა, ლაშა გოგიაშვილმა, უმაგრესმა კაცმა, უკარგესმა მენეჯერმა, რომელმაც დაამტკიცა ეს ყველაფერი. დღეს მანუჩარს აირჩევს თერჯოლა, თერჯოლელების ნდობას კიდევ ერთხელ მოიპოვებს, რომელიც ასევე ძალიან კარგი მენეჯერი აღმოჩნდა და უკვე თავისი ხელი დაატყო ლაშას შემდეგ ამ ქალაქს, რაიონს. მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.