გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯაბა სამუშიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საზღვაო სამართლის სფეროში

27-09-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (International Maritime Law Institute -IMLI) დირექტორმა, პროფესორმა ნორმან მარტინეს გუტიერესმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, კაპიტანმა მურთაზ დევაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

ხელშეკრულება  მოიცავს მხარეებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, საერთაშორისო საზღვაო სამართლის სფეროში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობასა და ცოდნის გაზიარებას.

 

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობა უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მომტანია, ამიტომ თანადგომა, ცოდნის გაზიარება მისასალმებელია. „თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც.

 

საზღვარო სამართლის სფეროს განვითარება საქართველოში დამოუკიდებლობის შემდგომ დაიწყო და ამ ინსტიტუტის გამოცდილება ჩვენთვის არის გზამკვლევი, რომ ჩვენმა სტუდენტებმა სრულყოფილი და თანამედროვე ცოდნა მიიღონ,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (International Maritime Law Institute -IMLI) დირექტორმა, პროფესორმა ნორმან მარტინეს გუტიერესმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება:

 

„საზღვაო სამართალი საქართველოსთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, რომ მემორანდუმის საფუძველზე, ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას  მივიღებთ.

 

იმედი გვაქვს, თანამშრომლობა მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს საერთაშორისო საზღვაო სამართლის განვითარებაში ორივე მხარისთვის“ - განაცხადა ნორმან მარტინეს გუტიერესმა.

 

ღონისძიებას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ირინე ქურდაძე, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო საზღვაო სამართალში გამოცდილების გაძლიერება, ცოდნის გავრცელება, ერთობლივი აკადემიური ტრენინგების, კვლევების გამართვა და პარტნიორობის გაღრმავება.