გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კასპში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად შეხვედრები გრძელდება

9-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

 

ადგილობრივების უშუალო ჩართულობით გამოვლინდა განსახორციელებელი პროექტები. ყველა პროექტს მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.

 

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებასა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრას უწყობს ხელს.