გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის საქმეს უწყების მონიტორინგის სამსახური შეისწავლის

9-02-2024

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრის შიდა მონიტორინგის სამსახურმა სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის საქმის შესწავლა დაიწყო.


ამის შესახებ პორტალ region.ge-ს ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობელმა განუცხადა, რომელმაც სოცმუშაკის მიერ დასკვნის შესაძლო გაყალბების საქმის შესწავლის მოთხოვნით აღნიშნულ ცენტრს მიმართა.


მისივე თქმით, პარალელურად, ის სალომე ჯიოშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.


"უწყებაში განმიცხადეს, რომ კონკრეტული საქმის შესწავლა შიდა მონიტორინგის სამსახურმა გუშინ დაიწყო, რაც წარმოუდგენლად დაგვიანებულია, ვინაიდან, უწყებას, აღნიშნული საკითხის შესწავლის თხოვნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მიმართა, სადაც მე დოკუმენტის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით განცხადება მქონდა შეტანილი. სწორედ აღნიშნული განცხადება გადმოეგზავნა მოცემულ სსიპ-ს საგამოძიებო სამსახურიდან.


გარდა ამისა, უწყებას, კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით პირადადაც მივმართე, თუმცა ჩემთვის ამ დრომდე არ იყო ცნობილი მათი მხრიდან რეაგირების შესახებ.


ამასთან, პარალელურ რეჟიმში, ვაპირებ სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის დასკვნა სასამართლოში გავასაჩივრო, ვინაიდან საქმე არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეხება.


გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში საქმე არ გვქონდეს მხოლოდ სამსახურებრივ გულგრილობასა და უპასუხისმგებლობასთან და კონკრეტულ ქეისს უფრო ღრმა ფესვები გააჩნდეს, რაც აუცილებლად იქნება შესწავლილი" - განუცხადა region.ge-ს მშობელმა.