გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს

12-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრები ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის 7 სოფელში: გამდლსწყარო, გორაკა, ვაკე, საკორინთლო, ახალშენა, პანტიანსა და ქვემო ჭალაში გამართა.

 

შეხვედრაზე ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით, ის მცირე მასშტაბის პროექტები შეარჩიეს, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდება.

 

მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 950 000 ლარი დაიხარჯება.