გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გაიზრდება თუ არა სავარაუდო დამნაშავე პირთა წრე ჯანდაცვის სამინისტროში - ახალი დეტალები

26-06-2024

ჩვენი ვებ-გვერდი უკვე რამდენიმე თვეა, არასრულწლოვნების მშობელზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციებს  ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოში არსებული ვითარების შესახებ.


როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, უკვე ოფიციალურად დადასტურდა აღნიშნული სსიპ-ის სოციალური მუშაკის, სალომე ჯიოშვილის, მისი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და სსიპ-ის თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან დისციპლინერული გადაცდომის ფაქტები, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ საქმე გვაქვს არა გადაცდომასთან, არამედ წინასწარგანზრახულ, სისტემურ დანაშაულთან, ვინაიდან შეუძლებელია ერთდროულად გადაცდეს დაბალი, საშუალო და უმაღლესი რგოლი.


აგრეთვე, ჩვენი რესპონდენტის ცნობით, მისთვის უცნობია რა სახის სანქცია დაედო აღნიშნულ პირებს თუნდაც "დისციპლინარული გადაცდომისთვის":


"კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით, ზემოთხსენებულ სამეულს შესაძლოა დაემატოს ამავე უწყების იურისტი ნათია სვანაძე და ფსიქოლოგი ნინო სამხარაძე.

ნათია სვანაძის შესახებ აღარაფერს ვიტყვი, მასზე წინა ინტერვიუში ვისაუბრე. ეს ის ნათია სვანაძეა, რომელმაც ერთმანეთისგან ბავშვი და ძაღლი ვერ გაარჩია.

ამჟამად ამავე უწყების ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის შესახებ მინდა ვისაუბრო, რომლის მიერ შედგენილი "სიტუაციური ანალიზები" ტენდენციურობისა და ფაქტების დამახინჯების კლასიკური მაგალითებია.


სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედას უფლება აქვს, კვირაში ორი დღით წაიყვანოს ბავშვი, თუმცა ბავშვის კატეგორიული წინააღმდეგობის გამო, განჩინების აღსრულება არ ხერხდება.


სწორედ აღსრულების პროცესს აკვირდებოდნენ როგორც იურისტი ნათია სვანაძე, ისე ფსიქოლოგი ნინო სამხარაძე.


ჩემთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს, სამხარაძე შეეკითხა შეეკითხა ბავშვს, თუ რა აქტივობა ჰქონდა მას იმ დღეს დაგეგმილი, რაზეც ბავშვმა უპასუხა, რომ ცეკვის წრეზე უნდა წასულიყო.


მეორე ვიზიტის დროს, მან არასრულწლოვანს იგივე შეკითხვა დაუსვა, თუმცა სანამ ბავშვი პასუხს გასცემდა, თვითონვე დაასწრო და ჰკითხა, - ცეკვაზე მიდიხარო? რაზეც ბავშვმა თავის დაქნევით უპასუხა.


თავის "შედევრში" კი, ფსიქოლოგმა ნინო სამხარაძემ ჩაწერა, რომ თითქოსდა "ბავშვს მრავალი აქტივობა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ არცერთი დედასთან ერთად".


ანუ, დახატა სურათი, რომ მამა, იმის გამო, რომ ბავშვი დედას არ წაჰყოლოდა, მას სხვადასხვა აქტივობებს უგეგმავდა.


აღნიშნული დასკვნა მოგვიანებით იურისტმა ნათია სვანაძემ გამოიყენა საბაბად, რომ ჩემ მიმართ შედგენილი ჯარიმა, თითქოსდა მე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვასრულებდი, ძალაში დაეტოვებინა" - აცხადებს რესპონდენტი.


მისივე თქმით, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ფსიქოლოგმა ნინო სამხარაძემ თავის დასკვნაში ფაქტები დაამახინჯა.


"ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მორიგი "შედევრი" უკავშირდება ვიდეომტკიცებულებას, სადაც ნათლად ჩანს არასრულწლოვანზე განხორციელებული ჯგუფური ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვის დედისა და დედის მშობლების მიერ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფსიქოლოგმა გამოთქვა სურვილი გასაუბრებოდა ბავშვს, რაზეც რა თქმა უნდა თანხმობა განვაცხადე.

თავის ე.წ. "სიტუაციურ ანალიზში" კი ქალბატონი სამხარაძე პრაქტიკულად გვერდს უვლის ჩანაწერში არსებულ ფაქტებს და ბავშვის დედის მშობლებს ამ კონტექსტსი არ კი ახსენებს" - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.


მისივე თქმით, საქმე ამ შემთხვევაშიც გვაქვს სავარაუდო დანაშაულის დაფარვასთან, რაშიც უწყების სხვადასხვა რგოლია ჩართული.

"შეუძლებელია, რომ აქ საქმე შემთხვევითობასთან გვქონდეს. მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში ადგილი აქვს სისტემური დანაშაულის ჯაჭვს და მოვუწოდებ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე პირადად ბატონ სარჯველაძეს, დროულად მიხედოს ზრუნვის სააგენტოში არსებულ ვითარებას" - აცხადებს რესპონდენტი.


p.s. პორტალი region.ge აგრძელებს აღნიშნულ საქმეზე მუშაობას და მასალებს ჩვენ მკითხველს მომავალშიც შესთავაზებს.