გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: თანმიმდევრულად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას

6-12-2024

ჩვენ თანმიმდევრულად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მშობლებს, რომ შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას.


„ასეთ რადიკალურ და ექსტრემისტულ იდეოლოგიებს აქვს სიცოცხლისუნარიანობის საკმაოდ დიდი რესურსი, სიმსივნესავით არის, თუ ბოლომდე არ ამოიძირკვება, მაშინვე თავს გაიცოცხლებს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სრულად გავანულოთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის გამოიყენება ყველა ინსტრუმენტი კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ყველა სფეროდან უნდა აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი, რაც უბრალოდ ანგრევს ადამიანების ფსიქიკას. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს, რომ საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას, რომელია ეს კერები, საკმაოდ ადვილად იდენტიფიცირებადია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.