12-12-2017
2017 წელში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, საავტომობილო გზების აღდგენა – რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტში კვლავ აქტუალური იყო. ერთი წლის განმავლობაში 20 – ზე მეტ მისამართზე მოწესრიგდა საგზაო საფარი. მათ შორისაა ვახუშტი ბატონიშვილის; ნინოშვილის; ცოტნეს; ჩხეიძის ქუჩის მე – 5 შესახვევის; მაზნიაშვილის; 300 არაგველის; გრიშაშვილის; მარჯანიშვილის; სააკაძის; გიორგი ლიონიძის; ზაპოროჟიეს; მერჩულეს; ფიროსმანის ქუჩის მე – 2 ჩიხის; კეკელიძის ქუჩის (გზის მარცხენა მხარე); სოფელ როდინაულის; ტყლაპივაკის; ცხრაწყაროს; არგვეთის; სოფელ კვალითის (აბანოს გზა); სოფელი კლდეეთის მწყერიციხიდან – ლახუნდარამდე არსებული საავტომობილო გზა; 2017 წელს საავტომობილო გზების კეთილმოწყობაზე რეგიონული განვითარების ფონდმა 3, 233,050 ლარი გამოყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გზების რეაბილიტაცია 2, 260,000 ლარით დაფინანსდა, 1, 178,219 ლარი თანადაფინანსების პრინციპით (რგფ – თან ერთად) მუნიციპალიტეტმა ასევე გზების მოსაწყობად მიმართა.
2017 წელს პირველად, სოფელ ტაბაკინში, წმინდა გიორგის მონასტრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის დასაფინანსებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 921 173 ლარი გამოყო. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იმის წინაპირობაა, რომ ტაბაკინი ტურისტული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი გახდეს, რადგან სოფელში მოქმედი ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მე – 7 მე – 8 საუკუნეებით თარიღდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განხორციელდა. მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ.
აღსანიშნავია, რომ გზას რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც, ბეტონის საფარი ფაქტობრივად განადგურებული იყო. აღნიშნული მონაკვეთის დაფარვას თითქმის ნახევარი საათი ჭირდებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი 7,5 კმ-იანი გზის გავლა უკვე 10 წუთშია შესაძლებელი.