გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ვიდეო რგოლის - „გაცოცხლებული მუზეუმი“ პრეზენტაცია გაიმართა

6-12-2018

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში   ვიდეო რგოლის - „გაცოცხლებული მუზეუმი“ პრეზენტაცია გაიმართა.

ვიდეო გზამკვლევი მომზადდა - "მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“-პროექტის ფარგლებში.პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები და ვიდეო გზამკვლევის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

გრანტი გაიცა მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის დადებულ გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე.

ქვეგრანტის გამცემია არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირი ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი-„პროგრესის სახლი“ რომლის ხელმძღვანელები არიან-მინდია სალუქვაძე და ლევან მჟავანაძე.

პროექტის მიზანია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ქართული ფოლკლორის დაცვა და პოპულარიზაცია.ტურისტული ინტერესის მქონე,საჯარო ადგილის-მუზეუმისაკენ მიზიდულობის გაზრდა უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტების მხრიდან.

ვიდეო გზამკვლევში ქართული ხალხური სიმღერებით გაცოცხლებულია გურიის მხარის ეთნოგრაფიული სურათები.ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატების გამოყენებით,ეთნო მუსიკალური მინი სცენები,თვალსაჩინოდ გვიხატავენ გურულ ყოფასა და მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს.პირველ რიგში პროექტი განხორციელდა ტურისებისათვის,რათა მათვის ადვილად გასაგები ,ხატოვნად აღსაქმელი და საინტერესო გახდეს მუზეუმის დათვალიერების პროცესი.ამავე დროს უკეთ გაეცნონ საქართველოს ეთნოგრაფიას,სასიმღერო ფოლკლორს.ასევე საინტერესო იქნება მოსწავლე ახალგაზრდობისა და სვა დაინტერესებულ პირთათვისაც.პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი ავთანდილ სურგუაძე.დისკის მომზადებასა და გადმოცემაზე იზრუნა ოზურგეთის დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ -“გურია ტვ“ . გზამკვლევი ორ ენაზე დამზადებული.მისი შეძენა შესაძლებელია ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

პროექტზე მუშაობისას გადაღებები მიმდინარეობდა, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ასევე გიორგი სალუქვაძის სახლმუზეუმში.

პროექტში მონაწილეობდნენ ანსაბლი-„ვახტანგური“ და „სამშვენისი“.

guriismoambe.com