გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

რუსები ატოცში მავთულის გაბმას ვერ ბედავენ, ცხინვალის ხელისუფლება სოფლიდან სამოქალაქო აქტივისტების გაყვანას მოითხოვს

6-12-2018

სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან ვითარება ჯერჯერობით  უცვლელია. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ბორდერიზაციის პროცესი არ განუახლებიათ.  თუმცა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი და ჟურნალისტი ლაშა ბერულავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ეს ე.წ. მოჩვენებითი სიმშვიდეა და არ არის გამორიცხული, რომ რუსები უკვე სხვა ტერიტორიას არჩევდნენ, სადაც მავთულხლართების გაბმას  ჩუმად დაიწყებენ. 


ბერულავა ამბობს, რომ ოკუპანტებს ეს გეგმაც არ გამოუვათ, რადგანაც მათ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობასთან კონტაქტი აქვთ და მათი გამოჩენის თანავე იქ გაჩნდებიან და მშვიდობიანად შეეცდებიან, რომ  ამის საშუალება არ მისცენ. 


რუსი სამხედროების მიერ დაწყებული ბორდერიზაციის პროცესი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა  5 დეკემბერს  უკვე  ჩაშალეს.  მათ მთელი ღამე ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენეს და მომდევნო დღეებშიც  არ აპირებენ დაუშვან ატოცში ახალი ზოლის გავლება. 


ბერულავა ამბობს, რომ პერიმეტრზე რამდენიმე ე.წ .მესაზღვრე პერიოდულად პატრულირებს, თუმცა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს. მისი თქმით, 6 დეკემბერს დილით ორი ცხენოსანი ოკუპანტი გამოჩნდა, რომლებიც, სავარუდოდ, ან მათ ზვერავდნენ, ან ტერიტორიას, რომ შეარჩიონ ისეთი ადგილი, სადაც ქართველებს მათი შემჩნევა გაუჭირდებათ. 


ბერულავა აცხადებს, რომ ყველა საქართველოს მოქალაქე შიშველი ხელებით საოკუპაციო ხაზთან უნდა დადგეს და მსოფლიოს აჩვენოს, რომ ისინი შეუიარაღებლები არიან და საკუთარ მიწას მშვიდობიანი ფორმით იცავენ. ჟურნალისტის აზრით, მათ ოკუპანტები ერიდებიან და ცდილობდნენ, რომ  კადრებში არ  მოხვდნენ. ისინი სახეს იფარავენ და კონტაქტში არ მოდიან. 


ორგანიზაციის წევრები ორ კვირაზე მეტია სოფელ ატოცში მორიგეობენ. ოკუპანტებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ  5 დეკემბერს მიმართა.


„გვესვრით შეუიარაღებელ ხალხს? მე არ ვიცი, თქვენ ოსები ხართ თუ რუსები. თუ ოსები ხართ, გეტყვით, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და რუსები თქვენ გიყენებენ. ვფიქრობ, ეს თქვენ კარგად იცით. თუ რუსები ხართ, უბრალოდ გეტყვით, რომ თქვენ ოკუპანტები ხართ და თავადაც იცით, რომ ჩვენს მიწაზე, ქართულ მიწაზე იმყოფებით. 


„აქ ახლა ექვსი-შვიდი ადამიანი ვართ, მაგრამ, ვიქნებით უფრო მეტიც და თქვენ ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ კამერების წინაშე. თქვენ მოგიწევთ ესროლოთ ადამიანებს, რომლებიც თავის მიწას თქვენგან იცავენ. ჩვენ აქედან არსად წავალთ“, - განაუცხადა ოკუპანტებს ქაცარავამ. 


ლაშა ბერულავას თქმით, მათ მიერ შემუშავებული მშვიდობიანი მანიფესტაცია ნამდვილად ჭრის და ბორდერიზაციის  პროცესი გარკვეული პერიოდით შეჩერებულია. ბერულავა არც იმას გამორიცხავს, რომ რუსებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მათ დასაპირისპირებლად მოიყვანონ, თუმცა ჟურნალისტი ამბობს, რომ ე.წ. ცხინვალის რესპუბლიკის მოქალაქეები სინამდვილეში საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი მათთან რაიმე სახის დაპირისპირებას არ აპირებენ. 

„5 დეკემბერს  დაძაბული დღე იყო. დილით შევამჩნიეთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ჯიხურში ოკუპანტების სიმრავლე შეიმჩნეოდა. „ძალა ერთობაშიას“ კარავი, სადაც ჩვენ თავს ვაფარებთ ხოლმე, მათ ჯიხურს პირდაპირ უყურებს და ასე ვთქვათ, ერთმანეთის ყველა გადაადგილებას ვხედავთ.  


„ერთმანეთისგან 70 მეტრით ვართ დაშორებული. ჯიხურიდან დგანან და ვიდეოს გვიღებენ, ჩვენს სახეებს აფიქსირებენ.  150-მდე ბოძი დაამაგრეს გარშემო, თუმცა, ჩვენი აქ ყოფნის გამო, ამ ბოძების ირგვლივ მავთულის გაბმას ვერ ბედავენ. ჩვენ მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში ვპატრულირებთ. 


„5 დეკემბერს მათ ჯიხურთან მოულოდნელად ჯარისკაცების რაოდენობა გაიზარდა. შემდეგ დავინახეთ, რომ სატვირთო მანქანებით მოვიდნენ. სავარაუდოდ, მათ საინჟინრო ყუთები გადმოტვირთეს. ამის შემდეგ  ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც ვვარაუდობთ, რომ ინჟინერები იყვნენ და მავთულხლართების გასაბმელად ადგილებს ამოწმებდნენ. 


„ამის შემდეგ, მე და ქაცარავას ჩვენი საპატრულო ჯგუფი დაგვიკავშირდა და შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ნახა - ქაცარავა მათთან  ახლოს იდგა და კონტაქტის დამყარებას ცდილობდა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა აქციამ გაამართლა და მათ კამერების გამოჩენისთანავე ტერიტორია დატოვეს და მხოლოდ ორი ჯარისკაცი შეგვრჩა ხელში. ისიცი არ ვიცით, რუსები იყვნენ თუ ოსები“, - აცხადებს ბერულავამ  „რეზონანსთან“ საუბრისას. 

მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზთან შეიარაღებული ასეულის ჩაყენების ნაცვლად, რუსებს ყველაზე დიდ უხერხულობას სწორედ სამოქალაქო აქტივიზმი უქმნის. 


ბერულავა აბობს, რომ ძალიან ბევრი ირონიული პოსტი იწერება სოცილურ ქსელში.  რუსებს მათი ნამდვილად არ ეშინიათ, მაგრამ ისინი დგებიან ფაქტის წინაშე, რომ უიარაღო ადამიანებს უნდა დაუპირისპირდნენ და სწორედ ამას არიდებენ თავს. ჟურნალისტის აზრით,  ოკუპანტებმა კარგად იციან, რომ მათი ქმედება უკანონოა და ამიტომ ყველაზე მეტად შეუიარარებელიი მოქალაქეების ეშინიათ. 


„რუსებისგან გამორიცხული არაფერია და გვგონია, რომ ასე არ გაჩერდებიან და რამეს მოიფიქრებენ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით, მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ იტაცებენ ჩვენს მიწას. თავად ადგილობრივებიც ძალიან გვეხმარებიან. 

„მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას - ნუ დასხდებით სახლში კომპიუტერთან და ნუ დაწერთ ცინიკურ კომენტარებს. მოდით და მშვიდობიანად ვაჩვენოთ ოკუპანტებს, რომ მიუხედავად შიშველი ხელებისა, ჩვენ მათ ჩვენი მიწის ერთ გოჯსაც არ დავუთმობთ“,-აცხადებს ბერულავა „რეზონანსთან“. 


ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტების გააქტიურებას აფასებს და ფიქრობს, რომ ადგილზე სამართალდამცველები მობილიზებულები აუცილებლად უნდა იყვნენ. მისი აზრით, ასევე რუსეთის ქმედებებზე მთავრობას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაქცია და ყველა მათი ნაბიჯი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილი უნდა იყოს. მათი ნებისმიერი ჩვენს ტერიტორიაზე გადაადგილება განგაშის სიგნალს უნდა იძლეოდეს. 


„რუსეთის ქცევის ხელწერას თუ დავაკვირდებით, ყოველთვის, როდესაც მგრძნობიარე პოლიტიკური პროცესია, ისინი ცდილობენ გამოიყენონ სხვადასხვა ფორმის ზეწოლა. არჩევნები მგრძნობიარე პერიოდი იყო. პიკში იყო დაპირისპირება ასული, ერთ-ერთ დაპირისპირების თემა სწორედ ოკუპაცია და რუსეთის თემა იყო. 


„მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა. ადგილზე უფრო მეტი უნდა იყოს ხილული ყოფნა სამართალდამცავი ორგანოების და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ხშირი ვიზიტი და მონიტორინგი... და უმკაცრესი რეაგირება“,- განაცხადა ქუთელიამ. 


ოკუპანტების გადაადგილებას და მდგომარეობას ატოცში გაეცნენ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. ადგილზე ვითარებას უწყვეტად აკვირდებიან სამართალდამცველები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.


„ძალა ერთობაშიას“ წევრების ინფორმაციით, ერგნეთში სამუშაო შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტების ტერიტორიიდან გაყვანის საკითხის დაყენებას გეგმავენ.


ატოცში მავთულხლართების გაბმა ოკუპანტებმა ნოემბრის დასაწყისში დაიწყეს, თუმცა, რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. საქართველომ სოფელ ატოცთან რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის გამო დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა. 


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება. 

6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების უკანონო გაბმა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის გავლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. 2014 წელს ე.წ საზღვრის გავლების შედეგად ადგილობრივებმა 30 ჰექტარი მიწა დაკარგეს.


resonancedaily.com

ინტერვიუ