გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქვემო ქართლში მცხოვრები ვეტერანებისთვის კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევები ჩატარდება

12-12-2018

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ჩაატარებენ.

 

უფასო სამედიცინო აქცია გარდაბანში, კლინიკა "სანოში" ჩატარდება. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

 

მისამართი: ქ.გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა ( ძველი საავადმყოფოს უკან)

 

შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.