გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„kp.ru“(რუსეთი): პარტნიორობა „აფხაზურად“-აფხაზებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის კმაყოფაზე ყოფნა „ჩვეულებრივი ამბავია“, თვითონ კი არაფრის გაკეთება არ სურთ

4-02-2019

გავლენიანი რუსული გამოცემა «Комсомольская правда», ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსეთის ურთიერთობას ვრცელ სტატიას უძღვნის.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ მოსკოვის აქტუალური ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის, ნიკიტა ისაევის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას, მცირე შემოკლებით:


სრულდება რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებიდან 4 წელი შესრულდა, რომელიც ყოვლისმომცველი და სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტია და რუსეთ-აფხაზეთის ორმხრივ ურთიერთობის განვითარებას განსაზღვრავს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენი მოკავშირეები არიან სამხრეთ კავკასიის ძალზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში, სადაც რუსეთის ინტერესები ყოველთვის „დანის პირზე“ გადის. აქ არის განლაგებული ჩვენი სამხედრო ბაზები და ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ.


25 წლის წინათ დასრულდა ქართულ-აფხაზური ომი, რომლის შედეგად ოდესღაც აყვავებული რეგიონიის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა განადგურდა. ბოლო წლებში, რუსეთის დახმარებით, სერიოზული ნაბიჯები იდგმება აფხაზეთის მდგრადი განვითარების რეჟიმში გადასაყვანად. რუსეთი თანმიმდევრულად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, რომელიც აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბოლო 5 წელიწადში რესპუბლიკას მხოლოდ პენსიის მოსამატებლად 6,2 მილიარდი რუბლი გამოეყო, ხოლო 12 მილიარდ რუბლზე მეტი თანხაა მიმართული საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასებზე... 10 მილიარდი რუბლია დახარჯული საინვესტიციო პროგრამების რეალიზებაზე (საავადმყოფოების, სკოლების გზების მშენებლობა). რუსეთის დახმარებით ყალიბდება აფხაზეთის ბიუჯეტიც (64%-ით), თანაც ამ დახმარებას რაიმე შემხვედრი მოთხოვნები არ ახლავს, როგორც ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი აკეთებს. რუსები სამართლიანად თვლიან, რომ ასეთი კეთილმეზობლური მხარდაჭერა ავტომატურად გამორიცხავს რაიმე უთანხმოებას ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, ეს ასე არაა. სრულიად აშკარაა, რომ აფხაზი ხელმძღვანელების მიერ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაჟღერებულ „მორიგე“ განცხადებების უკან ორმხრივი დღის წესრიგის კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის სურვილის უქონლობა იმალება. ეს არნდომა პერიოდულად თავს იჩენს ხოლმე ოფიციალური რელიზების მიღმა ამ ტიპის განცხადებებით - „ჩვენ ვერ მოვითმენთ ვიღაცა გვაკონტროლებდეს და გვეუფროსებოდეს“, ანდა აშკარად დაკვეთილ „ანალიტიკურ სტატიებში“, რომელთა მიხედვით, „კრემლს არ ესმის რეგიონში შექმნილი პოლიტიკური რეალიები“. მსგავს განცხადებებს აფხაზურ საზოგადოებაში გარკვეული პოპულისტური ეფექტი ჰქონდა. სტრატეგიულად ასეთი მოქმედება, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობას თავს ახვევს პოლიტიკური ელიტის ცალკეული წარმომადგენლები და რადიკალური წრეები, ქმნის პოლიტიკურ არასტაბილურობას მთავარ მოკავშირესთან ურთიერთობაში, აგრეთვე პრობლემებს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე.


შევეცადოთ გავაანალიზოთ ზოგიერთი დაგროვებული პრობლემა.


ერთ-ერთი საკვანძო საკითხი უკავშირდება ე.წ. „განდგომილთა“ („რასკოლნიკთა“) ჯგუფს, რომელმაც „ხელში ჩაიგდო, პირდაპირ „მიიტაცა“ მართლმადიდებლური წმინდა სალოცავი - ახალი ათონის სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერი, რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის მონაწილეობით აგებული და რუსული ფულით აღდგენილი. მონასტერი ძირითად შემოსავლებს რუსული ტურიზმით იღებს. „რასკოლნიკებმა“ მოახერხეს და ოფიციალურად დაარეგისტრირეს აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან (როგორც ჩანს, ალექსანდრე ანქვაბის დახმარებით) მიიღეს საეკლესიო რიტუალების ჩატარების უფლება, კონსტანტინოპოლის კლირიკების რანგში. თავისი არსით, ეს იყო „საცდელი ქვა“ პატრიარქ ბართლომე პირველის მხრიდან. იმ ამბიდან 5 წლის შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქი უფრო შორს წავიდა და ცდილობს ავტოკეფალია მიანიჭოს უკრაინელ „რასკოლნიკებს“. აფხაზეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ არ შეიძლება არ გააცნობიეროს, თუ რამდენად საგრძნობია რუსეთისათვის ის სიტუაცია, რომელიც ახალი ათონის მონასტრის ირგვლივა არის შექმნილი, უკრაინის ფაქტორის კონტექსტით, მაგრამ არანაირ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს „რასკოლნიკების“ გასაძევებლად და არსებითად, მათ აქეზებს კიდეც.


ანალოგიური სახით თავის დროზე აფხაზეთის ხელმძღვანელობა ჩამოშორდა რუსეთის მოქალაქეებისათვის საცხოვრებელი ფართობის დაბრუნების პრობლემას, რომლებმაც ქონება 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომის შედეგად დაკარგეს. რუსების მიერ დატოვებული სახლები და ბინები ხელში ადგილობრივმა აფხაზებნა დაიკავეს და მიითვისეს, ხოლო როცა რუსები უკან დაბრუნდნენ, აფხაზებმა კატეგორიულად უარი თქვეს მათ უკან დაბრუნებაზე. საბოლოო ჯამში რუსეთს მოუწია ვალდებულების აღება აფხაზებისაგან დაზარალებული რუსი მოქალაქეების ახალი ბინებით უზრუნველსაყოფად.


აფხაზეთში დღემდე აკრძალულია, რომ რუსეთის მოქალაქეებს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში ჰქონდეთ (შეიძინონ). არა მგონია, რომ თუ აკრძალვა მოიხსნება, იმავე წუთში ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდება, მაგრამ ასეთი შეზღუდვის არსებობა უსამართლობაა. აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომ რუსეთის მოქალაქეებიც არიან და ყველანაირი პრივილეგიებით სარგებლობენ რუსეთის ტერიტორიაზე.


არსებობს შეზღუდვა რუსული ინვესტიციების ჩადების საკითხშიც. მაგალითად, „როსსეტის“ ათმილიარდიანი პროექტი იმიტომ შეჩერდა და ვერ განხორციელდა, რომ 2010 წელს სპეციალურად იქნა მიღებული კანონი უცხოური (ფაქტიურად რუსული) ინვესტიციების აკრძალვის თაობაზე. როგორც ჩანს, ენერგომომარაგების სფეროში დეფიციტის რისკები და საქართველოზე ენერგოდამოკიდებულება აფხაზებისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე რუსი ინვესტორის მოსვლა.


სამწუხაროდ, რუსი ინვესტორების საკუთრების რეიდერული და დაუსჯელი მიტაცება, „აფხაზური საინვესტიციო კლიმატის“ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს. და ამ დროს ხელისუფლება ისევ უმოქმედოა, ერიდება - ვაითუ ადგილობრივ კრიმინალურ კლანებს რაიმე ეწყინოთო. რესპუბლიკის მეთაურებს შიდაელიტური კონფლიქტის რისკი უფრო აწუხებთ, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორობის პრობლემები.


საერთოდ, აფხაზეთს რაღაცნაირი „პოლიტიკური ეგოიზმი“ ახასიათებს. როცა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებმა სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს თხოვნით მიმართეს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გვაღიარეთო, სოხუმმა პასუხს თავი აარიდა, ცხინვალისაგან განსხვავებით, რომელმაც დაუყონებლივ გამოხატა სოლიდარობა დონბასის მიმართ და ორივე რესპუბლიკის სუვერენიტეტი აღიარა. სწორედ ამ აღიარების შედეგად შექმნილი საფინანსო სისტემა გახდა „სასიცოცხლო გზა“ ახალგაზრდა რესპუბლიკებისათვის. ამ დროს კი სოხუმში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ - დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებით ჩვენი აღიარების საქმეს გავაფუჭებთო. არადა, ზედმეტი არ იქნება იმის შეხსენება, რომ აფხაზეთმა აღიარება სწორედ მოსკოვის ძალისხმევის წყალობით მიიღო.


აფხაზეთთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია რუსეთის მიერ ფინანსური დახმარების გაწევა. ბოლო დროს მოსკოვმა ფულის ხარჯვასთან დაკავშირებული კონტროლი გააძლიერა, რასაც საინვესტიციო პროგრამების შემცირება მოჰყვა. აფხაზეთის ხელისუფლება უძლურია მართვის ამოცანა გადაწყვიტოს, რაც ითვალისწინებს საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ათვისების სისტემის დანერგვას და თავის გამართლებას პოლიტიკური არგუმენტაციით ცდილობს.


ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტობის დროს არსებობდა პრაქტიკა, როცა რომელიმე კონკრეტული ღონისძიების რეალიზებისათვის რუსეთის მიერ გამოყოფილი ფული რაღაც ახალი დამატებითი ობიექტების ასაშენებლად არამიზნობრივად იხარჯებოდა. დგებოდა მომენტი, როცა ფული ილეოდა, ობიექტი დაუმთავრებელი რჩებოდა. ამ დროს სოხუმი მოსკოვს ახალ ანგარიშს წარუდგენდა, ფული ისევ გამოიყოფოდა, ხდებოდა მშენებლობის დასრულება და მოიჯარეების ვალების გასტუმრება. აშკარაა, რომ აფხაზეთის პოლიტიკური ელიტის ზოგიერთ წარმომადგენელს ძალიან სურს იმ დროში დაბრუნება, როცა რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები აფხაზეთში უკონტროლოდ იხარჯებოდა, მაგრამ ძველი ფორმატისადმი დაბრუნება შეუძლებელია.


ყოველივე ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, შეიძლება ასეთი დასკვნა გაკეთდეს: დამოუკიდებლად აღიარების დროიდან განვლილ პერიოდში აფხაზურ მხარეს რუსეთის მიმართ მომხმარებლური ხასიათი ჩამოუყალიბდა. რუსეთის მიერ გაწეულ დახმარებას სოხუმი აღიქვამს როგორც „აუცილებელს“, რომ „ეს ასე უნდა იყოს“, თვითონ კი შემხვედრ ვალდებულებას არ იღებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ე.წ. „ანტირუსული განწყობა“, რაც აფხაზური ელიტის რეაქციას წარმოადგენს, მოსკოვისაგან მიღებული ფინანსური დახმარების კონტროლის გაძლიერების გამო.


წელს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და როგორც ჩანს, რესპუბლიკის ხელმზღვანელობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გადაჭრას გადადებს, რომ შიდაელიტური კონფლიქტი არ გამწვავდეს. რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურად იმოქმედებს ეკონომიკური განვითარების ტემპებზე. მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში 2019 წელს, მას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მაინც მოუწევს, [რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობაში] დაგროვებული პრობლემების გადასაწყვეტად.