გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კონდოლიზა რაისის სკანდალური განცხადება: ანგელა მერკელი ქართველებს არ ენდობოდა, საქართველო კორუმპირებულ ქვეყნად მიაჩნდა და მის ნატოში გაწევრიანებას მხარს ამიტომ არ უჭერდა

26-02-2019

ამერიკული გამოცემა, «The American Conservative» კატონის ინსტიტუტის (აშშ) უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ტედ კარპენტერის სტატიას აქვეყნებს.

ავტორი სტატიაში აანალიზებს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას, მის სავარაუდო შედეგებს და ამ პროცესის მიმართ მკვეთრად უარყოფით პოზიციას აფიქსირებს.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, სადაც ავტორს კონდოლიზა რაისის განცხადება მოჰყავს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ და უკრაინამ 2008 წელს მაპ-ი.


„სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იხსენებს, რომ ამ საკითხს (საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებას) გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი განსაკუთრებით ნეგატიურად უყურებდა: „ანგელა მერკელი ქართველებს არ ენდობოდა, რომლებიც მას კვლავ კორუმპირებულად მიაჩნდა“. გერმანიის ლიდერს ასევე უთქვამს, უკრაინის მმართველ კოალიციაში ნატოში გაწევრიანების საკითხზე ძალიან ღრმა „უთანხმოება“ არსებობს. მართალია, დასავლეთევროპელების უარის ძირითადი მიზეზი უკრაინასა და საქართველოში შექმნილი რთული საშინაოპოლიტიკური სიტუაცია იყო, მაგრამ იმავდროულად ევროპა შეშფოთებას გამოხატავდა - ვაითუ ამ ქვეყნების ნატოში ინტეგრირებამ რუსეთთან ისედაც მყიფე ურთიერთობას ზიანი მიაყენოსო.


მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტზე აშშ-ის წინადადება კიევისა და თბილისასთვის „მაპ“-ის მიცემის თაობაზე არ გავიდა, ეს ფაქტი ვაშინგტონში დამარცხებად არ მიუჩნევიათ: სამიტის დასკვნით დოკუმენტში ჩაიწერა, რომ „ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას ნატოში გაწევრიანების მიზნით. დღეს ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ორივე ქვეყანა ნატოს წევრი გახდება“. რა თქმა უნდა, დეკლარაციაში მათი მიღების არანაირი ვადები არ გამოცხადებულა, მაგრამ დოკუმენტში საბოლოო შედეგი მაინც ნათლად იყო გამოხატული.


ამ მომენტში კრემლის მრისხანებამ „დუღილის წერტილს“ მიაღწია და მოსკოვმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. ჯერ კიდევ დასკვნითი დეკლარაციის მიღებამდე მოსკოვმა პირდაპირ გააფრთხილა სამიტის მონაწილენი, რომ „სამხედრო ბლოკის რუსეთის საზღვრებთან მოახლოება განხილული იქნება როგორც რუსეთის უშიშროების საფრთხედ და რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ევროპული მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.

გერმანიამ, საფრანგეთმა და ამერიკის სხვა ევროპელმა მოკავშირეებმა, სიფრთხილის ერთგვარი დაცვის პარალელურად, ფაქტიურად კვლავ გააგრძელეს კრემლის პროვოცირება, როცა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ომის დაიწყო. „რუსეთის აგრესიის“ თავდაპირველი დაგმობა მხოლოდ მას შემდეგ მიყუჩდა, რაც მტკიცებულებები გაჩნდა იმის შესახებ, რომ კრიზისი სამხედრო ფაზაში სწორედ თბილისმა გადაზარდა. „ბებერი ევროპის“ დამოკიდებულება საქართველოსა და უკრაინის მიმართ იგივე დარჩა“-ნათქვამია სტატიაში.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE