გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდისა და სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაციისთვის 700 ათასი ლარი დაიხარჯება

18-03-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ერთად, მდინარე კაპარჭას ტერიტორია და ყოფილი სანიჩბოსნო ბაზა დაათვალიერა.


პროექტი მდინარე კაპარჭას 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია, იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის წინაშე მდგარი პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა.


ამ პრობლემის მოგვარებასთან ერთად ფოთში სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია იგეგმება. რაც სპორტის ამ სახეობის განვითარებას და ტრადიციების აღდგენას შეუწყობს ხელს. ამ კუთხით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება.