გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კოოპერატივ "ჭრელა 2017-ს" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს

5-04-2019

"მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "ჭრელა-2017-ს" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი გადაეცა.

"ჭრელა-2017-ის" რძის გადამმუშავებელი საწარმო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაში უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კოოპერატივ "ჭრელა 2017-ის" მეპაიეებს შეხვდნენ და რძის გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვის მიმდინარეობას გაეცნენ.


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა "ჭრელა 2017-მა" 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღო ტრაქტორი

გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.


კოოპერატივს, რომელშიც გაწევრიანებულია 14 მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა 201-ს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 412 ჰა სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.


"რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივის რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას.


სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "ჭრელა 2017-ს" წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ტექნიკის გამოყენებით ადგილზე თავად მოახდინონ საქონლისათვის საკვების დამზადება, კოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ მიღებული რძე და საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღონ გაზრდილი შემოსავალი.


"მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების" სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.


"მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების" სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან განხორციელდა.