გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მომხდარი ნარკოდანაშაულის საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შსს-ს გადასცა

11-04-2019

26 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა", ,,კარწახი", ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ქუთაისის აეროპორტი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანისა და სომხეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (269 აბი და ჰაშიში 4.8 გრ.) და ფსიქოტროპული (864 კაფსულა და 565 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.


საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და გამოძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.