გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ასპინძის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულეს

10-05-2019

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ, მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულეს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს, მისალოცი ბარათები გადასცეს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.


ასპინძის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულია მეორე მსოფლიო ომის ორი ვეტერანი: სოფელ ვარგავში მცხოვრები ჟორა ლაზარაშვილი და სოფელ ჭობარეთის მკვიდრი - აკაკი ზედგინიძე.


ვეტერანებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიისაგან პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ მათთვის განკუთვნილი ასპინძის მუნიციპალიტეტის 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივი ,,მოქალაქეთა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამით " გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება - თითოეულს 1000 ლარის ოდენობით.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირთა მემორიალი სოფელ დამალაში.