გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დუშეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დააკავეს

26-12-2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ემზარ სინჯარაძე დააკავეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, სინჯარაძეს ქრთამის აღებას ედავებიან. მისი დაკავება 22 დეკემბერს, პარასკევს, დუშეთის მერიის შენობაში მოხდა.

„შემოვიდა პოლიცია, დააკავეს და წაიყვანეს“, – განუცხადა „რეგინფოს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური ემზარ სინჯარაძეს ედავება, რომ გიორგი თოფჩიშვილისგან დუშეთის ტერიტორიაზე ყავის ჩამოსასხმელი აპარატის დადგმაზე ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 2800 ლარი აიღო. სინჯარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულის ადვოკატი მაია ჯულაყიძე ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურის ვიდეომასალაში სინჯარაძის მიერ ფულის აღების ფაქტიც არსად ჩანს. რაიონულმა სასამართლომ ბრალებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი განჩინების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

პირი, რომელიც დუშეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ქრთამის სახით თანხის გადახდას სთავაზობდა, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელია. თვითმხილველების თქმით, დაკავებისას, როცა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ფული ვერ იპოვეს, ემზარ სინჯარაძეს უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ემზარ სინჯარაძეს სასჯელის სახით 6–დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: reginfo.ge

http://www.reginfo.ge/people/item/4427-dushetis-meriis-inprastruqturis-samsaxuris-uprosi-daakaves