გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სუს: თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია, ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

2-01-2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია. უწყებაში განმარტავენ, რომ მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.


გათავისუფლებამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მეარაყიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. მან შიმშილობა დაკავების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დაიწყო.

აქტივისტი 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.


თამთა მიქელაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი: “თამარა მეარაყიშვილი თავისუფალია და თბილისს უკვე გადმოსცეს. ეს ამბავი თამარას მეგობრებმაც ცხინვალში და ჩვენც აქ მედიით გაიგეთ, როცა ის უკვე თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.


თამარასთვის ახალგორის და ცხინვალის დატოვება არ არის ადვილი, ზუსტად ვიცი. ამ ადგილებს, საზოგადოებებს და სამართლიანობისთვის ბრძოლას უკავშირდება მისი პოლიტიკური და პირადი იდენტობა.


გაგლოევის რეჟიმს თამარას წინააღმდეგ პრაქტიკულად არაფერი ჰქონდა და ეს საქმე იყო სრულად ფაბრიკაციული და უსაფუძვლო.

თამარას უკვე ჰქონდა de facto სასამართლოებში დავის და საკუთარი სიმართლის დამტკიცების გამოცდილება და როგორც ჩანს, რეჟიმს აღარ უნდოდა მისი საქმით თავის ატკივება. მით უფრო, რომ ცხინვალში აქტიური საზოგადოება თამარას მხარეს იყო ამ საქმეზე და ეს ძალიან კარგად ჩანდა ტელეგრამ გვერდებზე და კომენტარებში.


თამარა აპირებდა ახლაც ბრძოლისთვის მომზადებას და ერთის მხრივ, იურიდიულ არგუმენტებს ამუშავებდა ციხეში და თან მეგობრებს მბზინავ კაბებს უკვეთავდა, რომ სასამართლოში თავისი ჩვეული იმიჯით წარმდგარიყო.


თამარა ცხინვალიდან გამოძევების გადაწყვეტილების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, როგორც ვიცი. მაგრამ ამ სიტუაციაში ეს საუკეთესო გამოსავალი ჩანს მაინც.”


jam-news.net