7-06-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფიაში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან 2 წლის ბიჭი გადმოვარდა. სასწრაფოს ეკიპაჟმა ბავშვი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
"ბავშვს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა. იმ ტიპის დაზიანება, რამაც შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, გამოხატული არ არის, თუმცა, ნებისმიერი გართულების თავიდან ასაცილებლად, 2 წლის ბავშვი რჩება კლინიკაში და დაკვირვების ქვეშაა“, – განაცხადა ექიმმა ხათუნა კეკელაშვილმა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.