26-12-2017
დღეიდან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა. მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში ექნებათ საშუალება დარეკონ საგანგებო შტაბის ცხელ ხაზზე. ცხელი ხაზის ნომრებია:
ჯეოსელი: 577 20 61 67
მაგთი: 551 00 52 72
შეგახსენებთ, რომ საგანგებო შტაბს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე ხელმძღვანელობს, ხოლო ძირითადი წევრები მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არიან.
შტაბის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული მოწვეული წევრებიც შემდეგი შემადგენლობით:
ა) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ჯუმბერ დიმიტრაძე;
ბ) საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსის მ/შ - როინ თავართქილაძე;
გ) სსიპ „ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-ს ხელმძღვანელი - დავით შავაძე;
დ) შ.პ.ს „უნიმედ აჭარა ხულოს სამედიცინო ცენტრი“-ს უფროსი - რუსლან აბულაძე;
ე) აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ედუარდ მიქელაძე;
ვ) სს „ენერგო პრო ჯორჯიას დასავლეთის რეგიონალური ფილიალის ზემო აჭარის მომსახურების ცენტრი“-ს ხელმძღვანელი - თეიმურაზ ბოლქვაძე;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის ხულოს წარმომადგენელი - რამაზ შერვაშიძე;
თ) შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის
მთავარი სამმართველოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების ხელმძღვანელი - ლევან დეკანაძე;
ი) ს.ს.ი.პ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის დირექტორი - რენარ ბოლქვაძე.