გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სეტყვამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

15-06-2019

გუშინდელმა ძლიერმა სეტყვამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

დიდი ჭყონისა და სალხინოს მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთები დაუზიანდა.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე და მარტვილის მერი.

მერის ინფორმაციით, უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.

ადგილობრივების განცხადებით, ასეთი ძლიერი სეტყვა ამ ტერიტორიაზე ჯერ არ ყოფილა. მათივე თქმით, სეტყვა მინიმუმ 20-30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ვენახები და ხეხილი გაანადგურა.

"სოფელი სალხუინო და ის ადგილები სადა ეს სეტყვა მოხდა ძირითადად ვენახის სავარგულებია და ოჯალეში მოდის და გაუნადგუურა მოსახლებოოას, გაუნადგურა ასევე თხილის პლანტაციები და სხვა ხილიც. კომისია უკვე შექმნილია ზარალის დასათვლელად" - განაცხადა მარტვილის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ.