გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში დონორთა საერთაშორისო კონფერენცია „მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ გაიმართა

2-07-2019

ქალაქ ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ გაიმართა. 

ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ გახსნეს. 

სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც ბოლო წლებში, სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მინისტრმა სამომავლო პერსპექტივებზე, აჭარის რეგიონის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე, აგროსასურსათო სექტორში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისათვის კონკრეტული საპროექტო წინადადებები განიხილეს და სამომავლო თანმშრომლობის შესაბამისი სფეროები განსაზღვრეს.

დონორთა საერთაშორისო კონფერენციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბათუმის მერიის, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აჭარის რეგიონში დონორთა საერთაშორისო კონფერენცია წელს პირველად გაიმართა. კონფერენციის მიზანს საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებისთვის რეგიონული განვითარების პრიორიტეტებისა და მათი შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება წარმოადგენდა.