5-07-2019
"რუსეთი ოკუპანტია", " საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული" - ბორჯომში ამ შინაარსის წარწერები გამოჩნდა.
სტენსილები ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ, 9 აპრილის ქუჩაზე განთავსეს, თუმცა მოგვიანებით, უცნობმა პირებმა წარწერები წაშალეს და სხვადასხვა ფერის საღებავებით გადაღებეს.
ფოტოებს ადგილობრივი ტელეკომპანია „ბორჯომი" ავრცელებს.