გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბორჯომში ავარიის დროს დაშავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

10-07-2019

ქალი, რომელსაც ბორჯომის ცენტრში სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს.


სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


"მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია ჩატარდა, მარცხენა ქვედა კიდურის ამპუტაცია მოხდა“, - განაცხადა ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.


72 წლის ქალი ბორჯომის ცენტრში ყვავილებს ჰყიდდა. ახლობლების თქმით, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.


პენსიონერი გზას ზებრა გადასასვლელზე კვეთდა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.


შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.


https://pia.ge/