25-07-2019
დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთში საზაფხულო ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს.
გვერძინეთში ძამას ხეობაში მდებარეობს და იქ აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ.
საზაფხულო ფესტივალს სასტუმრო ,,ბოკნეთისა“ და არტ ფაქტორი მასპინძლობს. მისი პარტნიორები არიან წარმატებული და ახალგაზრდა სტარტაპერები.
კერძოდ, გიორგი შეშაბერიძე - ყველაზე ახალგაზრდა მეწარმე. დორას მამალოების შემქნელი. სალომე წიქაძე - თამაში ჩუს შემქნელი, რომელიც ჟესტური ენის პოპულარიზაციისთვის შექმნა და არის უნიკალური. სოფიო ტუაევი - დიზაინერი. ორგზის დევნილი სამაჩაბლოდან, რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო საკუთარი სამკერვალოს შექმნა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერია გორში. აკაკი ლომიტაშვილი - ძამა ტურის დამაარსებელი, რომელიც აქტიურად ცდილობს ძამის ხეობის პოპულარიზაციას და აწყობს ბევრ საინტერესო ტურს. ICSU - დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენთა გაერთიანება. ის აწყობს ახალგაზრდულ ბანაკებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.
ფესტივალი 12 საათზე დაიწყება სპორტული ღონისძებით „მხიარული სტარტები“. ასევე მოეწყობა ფოტო კონკურსი, მასში გამარჯვებული კი საჩუქრად ყველაზე გრანდიოზულ პრიზსს მიიღებს. ერთი კვირით სრულიად უფასოდ დაისვენებს საოჯახო სასტუმრო ბოკნეთში. ფესტივალის მეორე ნაწილი დაიწყება 17:00 სთ-ზე, ალაფურშეტითა და მუსიკალური გაფორმებით. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ვახო გოგინაშვილი და გიგა მამიჯანაშვილი.