გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს

26-07-2019

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საქართველო ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულად რეალიზაციას.

„სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი. მე თვითონაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულად რეალიზაციას, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება. ყველას მინდა მოვუწოდო - მეგობრებო, ნუ ცდილობთ, ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, მათ ინტერესშია, რომ ამ ყველა თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან. ჩვენ ამ პროექტის მისამართით გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული. ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, იქნებოდა ეს ფინანსური ვალდებულებების აღება, ინვესტიციების განხორციელება იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აუცილებელია, რომელიც აუცილებელია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, იქნება ეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან თუ ა.შ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.