გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საყდრისის კომიტეტის ინფორმაციით, ანანურის კომპლექსი ყოველდღიურად ზიანდება

29-07-2019

ანანურის სამონასტრო კომპლექსი ყოველდღიურად ზიანდება - ამის ამსახველ ვიდეომასალას კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ავრცელებენ.


საყდრისის კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში გალავანი, ქონგურები და კოშკების სახურავებია.


ორგანიზაციის მოთხოვნით, ვითარების ადგილზე გასაცნობად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ჩავლენ.


თუმცა ადგილზე ჩასვლამდე, სააგენტოში აცხადებენ, რომ ანანურის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2020 წლისთვის ისედაც დაგეგმილია.


„იმდენად უსისტემოდ მიმდინარეობს ვიზიტორების მიმოსვლა, რომ ეს დამატებით საფრთხეს უქმნის კომპლექსს - ვიზიტორები დადიან კედლებზე, ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა და ასე შემდეგ. გენერალური ინსპექცია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და საყდრისის კომიტეტი ერთად ჩავლენ ადგილზე და სიტუაციაში გაერკვევიან“, - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.





https://imedinews.ge/ge/