გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოლომონ პავლიაშვილი ასპინძის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

15-08-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაქალაქევის, მირაშხანის, თმოგვისა და ფიას მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე ესწრებოდნენ.

სოფლების მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნეს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწოფო პროგრამებზე ისაუბრა. სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება აგროდაზღვევის პროექტში ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის კუთხით, ასპინძა საკმაოდ აქტიურია. მუნიციპალიტეტს მესაქონლეობის, მეკარტოფილეობისა და მეფუტკრეობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პოტენციალის ათვისება მაქსიმალურად მოხდეს, მოსახლეობამ შექმნას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში, მიიღოს მეტი სარგებელი და გაზრდილი შემოსავალი“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

სოფელ ნაქალაქევის, მირაშხანის, თმოგვის და ფიას მცხოვრებლებს, შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებასა და ამბულატორიების შექმნაზე.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავენ.