გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თერჯოლას სტიქიისგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 1 500 000 ათასი ლარი ჩაერიცხა

8-01-2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიის შედეგად დაზაინებულ ობიექტებს ეცნობა. მერიის ინფორმაციით, ზარალის ასანაზღაურებლად მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის მიერ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 1 500 000 ათასი ლარი.

სოფელ გოდოგანში, წყალწითელას უბანში დაზიანებულია საყრდენი კედელი, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საავტომობილო გზას, ასევე იქ მცხოვრებ მოსახლეობას. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსაზღვრულია 20.000 ათასი ლარი.


სოფელ ნახშირღელეში, გოშაძეების უბანში დაზიანებული საავტომობილო გზის, სრული რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულია 200 000 ათასი ლარი, ასევე თანხა გადანაწილდება სხვადასხვა ობიექტზე, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზიანდნენ.

ამ ეტაპზე, აღნიშნული ობიექტების სარეაბილიტაციოდ განსაზღვრულია საორიენტაციო თანხები, რომელიც პროექტირების დროს დაზუსტდება.

ობიექტებზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.