გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სახლის გადახურვის სამუშაოების დროს ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა

1-09-2019

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქის მერია სახლის გადახურვის სამუშაოებს ახორციელებდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


„სახლი 1937 წელსაა აშენებული, მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა, ყველაფერი დამპალია. ახალი გარემონტებული ბინა გამინადგურდა, არის საშიშროება, რომ ჭერი მთლიანად ჩამოინგრეს“, – განაცხადა ბინის მეპატრონემ თენგო ქერქაძემ.


ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელის თქმით, აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.


„გადახურვის სამუშაოების პერიოდში მოხდა ჭერის ჩამონგრევა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ველოდებით სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს, დავითვლით ზარალს და დავიწყებთ აღდგენის სამუშაოებს“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ მაშავამ.



https://1tv.ge/