4-09-2019
ხვალ, 5 სექტემბერს, წინანდალში წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისამდი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე და "სილქ როუდ ჯგუფის" უძრავი ქონების დირექტორი გიორგი მარრი გაუძღვებიან.
ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-22 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ. ფესტივალის გარფლებში 40 მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი ჩატარდება.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში გაიმართება. ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ მხარდაჭერით ტარდება.
პრესკომფერენცია 13:00 საათზე დაიწყება.