გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკონომიკის მინისტრი: საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა

9-09-2019

„მოლოდინი გვქონდა და კარგი იქნებოდა, რომ წლევანდელ წელს ჩვენ მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია, როგორც ეს იყო გათვალისწინებული. 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ველოდებით ამ ინვესტიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, კონსორციუმის მოთხოვნით არაერთხელ მოგვიწია გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სტატისტიკის კომენტირებისას.

„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 53.7 პროცენტით ნაკლებია, 2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემთან შედარებით.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიციებს საქართველო, საბოლოო ჯამში, მაინც მიიღებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.