გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა

17-09-2019

უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სოფელ ველისციხეში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი,ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და მოსახლეობის ნაწილს შუქი არ მიეწოდება.

არჩილ ხანდამაშვილისვე თქმით, დაისეტყვა სოფელი ვაზისუბანი,თუმცა ზარალის შესახებ ამ ეტაპზე ზუსტი მონაცემი უცნობია.

რაც შეეხება ყვარლის მუნიციპალიტეტს, ქარის შედეგად მოტეხილი ხე სოფელ სანავარდოს საბავშვო ბაღის ჭიშკარს დაეცა და დააზიანა.

სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"