გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

როდის და რამდენ სტუდენტს მიიღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი? (ფოტო)

19-09-2019

ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდ ევროს შეადგენს.


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.


"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება თვისობრივად ახალი უნივერსიტეტი, რომელიც განსხვავებული იქნება აქამდე არსებული უნივერსიტეტებისგან, როგორც სწავლების მეთოდიკით, ცოდნის შეთავაზების კუთხით, ისე "ენტერპრენიონშიფით”, მეწარმეობაზე და სტარტაპებზე ორიენტაციით. ეს იქნება დასავლური ტიპის ,სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი” - განაცხადა ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა.


საგანმანათლებლო სივრცე მოიცავს სასწავლო და აკადემიური კორპუსებს, ლაბორატორიებს, საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის და პროფესურისთვის. შემდეგ ფაზაში იგეგმება ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ცენტრალური კვების ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება. აღჭურვის კუთხით იქნება სრული ავტომატიზაცია, დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა სმარტბორდები, ჩატარდება დისტანციური გაკვეთილები.


პირველ ფაზაში უნივერსიტეტი დაახლოებით 1000 სტუდენტის მიღებას შეძლებს მატემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიების და მენეჯმენტის სპეციალობებზე.