შაბათი, ივნისი 28, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ქართველ მეზღვაურთა პორტალი გაუშვა ექსპლოატაციაში

8-10-2019

ბათუმში მეზღვაურების საიტის (www.georgianseafarers.gov.ge/www.georgianseafarers.ge ) პრეზენტაცია გაიმართა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმით, ქართველ მეზღვაურთა მხარდასაჭერად და მათი დასაქმების ხელშეწყობად წელიწადზე მეტია ამ პროექტზე მუშაობენ. დაინტერესებულ მხარეებს სამუშაო ჯგუფი რამენჯერმე შეხვდა და გაითვალისწინეს როგორც მეზღვაურების, ისე დამსაქმებლების ინტერესები და მოთხოვნები. გაზიარებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილებაც.

„პორტალი მეზღვაურებს გაუადვილებს სასურველი ვაკანსიების მოძიებას და მისცემს შესაძლებლობას პირდაპირ კომუნიკაციაზე იყვნენ დამსაქმებლებთან.
თავის მხრივ, დამსაქმებლებს ერთიან ონლაინპლატფორმაზე განათავსებენ ვაკანსიებს და უფრო მარტივად იპოვნიან სასურველი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრებს“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

სააგენტოს დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურებს ამ საიტის მეშვეობით ონლაინ წვდომა ექნებათსაზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სერვისებზე, რაც დაზოგავს მათ დროს და გაცილებით უფრო კომფორტულს გახდის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი პირებისათვის სააგენტოს მომსახურების მიღებას.