გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს ახალი უფროსი ეყოლება

10-10-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი წარუდგინა. წარდგენასაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეესწრებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში შედეგების მისაღწევად, უწყების ეფექტიან მუშაობას განსაკუთრებული როლი ენიჭება.

„ბოლო პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გააქტიურებული მუშაობა სახეზეა. ყოველდღიურად იზრდება უწყების წინაშე არსებული გამოწვევებიდა შესაბამისად, მისი გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის განახლება და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება; მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება; განხორციელდა უწყების რებრენდინგი; დეპარტამენტის ეფექტიანი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის მაღალი პასუხისმგებლობა და მოტივაცია. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. კოორდინირებული საქმიანობა ხელს შეუწყობს დადებითი შედეგების მიღწევას. მჯერა, რომ აღნიშნული სამმართველო და ზოგადად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეასრულებს ყველა იმ ამოცანას, რომელიც ახალი კანონმდებლობის შესრულების კუთხით არსებობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კერძოდ კი, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება.

„რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაგარემოსა და ბუნებრივირესურსების დაცვისმიმართულებით მოქმედი ეფექტიანი სამსახურის არსებობა.იმისთვის რომ აღნიშნულ სფეროში დადებითი შედეგები გვქონდეს, აუცილებელია შესაბამისი რეაგირების და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიმართულებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ჩვენითანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.