გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეკატერინე ტიკარაძე: ვმუშაობთ, რომ მსგავსი საშინელი ფაქტები აღარ ხდებოდეს

18-10-2019

ჭიათურის მაღაროში დაღუპული გაგა ბოჭორიშვილის ოჯახში ჯანდაცვის მინისტრი, იმერეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი მივიდნენ და ოჯახს მიუსამძიმრეს.

მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მუშაობენ, რომ დადგინდეს მომხდარის მიზეზები.

"ჩვენი ჩართულობა იქნება მაქსიმალური, სწორედ ამისათვის ვარ დღეს აქ. პირველ რიგში მივუსამძიმრებთ ოჯახს, იმიტომ რომ ნამდვილად მოხდა საშინელი ფაქტი, დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ცხრა თვის ბავშვი და ფეხმძიმე ცოლი დარჩა. რაც შეეხება ინფორმაციას, ამის მოსაძიებლად გაგზავნილია ჯგუფი და გასაცნობად ჩვენც მივდივართ ადგილზე", -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით,  შრომის უსაფრთხოების კანონი გამკაცრებულია, თუმცა საჭიროა ყველა მხარის მზაობა.

"კანონის გამკაცრება მოხდა, 2019 წლის სექტემბრიდან ამოქმედებულია, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შრომის ინსპექციის სამსახური. ვახორციელებთ კონტროს, ეს კონტროლი არ არის საკმარისი, თვითონ საზოგადოების მზაობაც უნდა იყის ამისათვის და ამაღლებული ცნობიერება, როგორც კომპანიის, ასევე დასაქმებულების, რომ ეფექტური იყოს ჩვენი მუშაობა. ყველანაირად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები, რაც შეიძლება მინიმირებული იყოს და მოხდეს ყველანაირი პრევენცია, რომ ასეთი უბედური შემთხვევები არ ხდებოდეს", -განაცხადა ეკა ტიკარაძემ. 

 შეგახსენებთ, 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი ჭიათურის მაღაროში გუშინ დაიღუპა. ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ 240-ე მუხლით აღიძრა.

newpress