16-01-2018
დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სსკ _ს 177 მუხლით 25 წლამდე მამაკაცს ასამართლებდნენ.
ახალგაზრდა მამაკაცი ოზურგეთში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიიდან თანხის მოპარვისთვის დააკავეს.
როგორც მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, ახლგაზრდა მამაკაცი მაღაზიაში იმ დროს შევიდა, როცა გამყიდველი ადგილზე არ იმყოფებოდა. დღეს სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ორივე მოწმის მტკიცებით, ბრალდებულმა მაგიდის უჯრიდან თანხა ამოიღო, რომელიც მაღაზიის გამყიდველს სხვისთვის მისაცემად დაუტოვეს და ადგილიდან მიმალვას ცდილობდა:
„მე სხვისთვის გადასაცემი 200 ლარი დავუტოვე შ.ს.-ს, რადგან ის, ვისთვისაც თანხა უნდა მიმეცა, ადგილზე არ დამხვდა. ლატარეას ვთამაშობდით და იმის ფული იყო. ცოტა ხნის შემდეგ, დაზარალებული ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა მას ის ფული მოპარა, რომელიც მე დავუტოვე. ფული მაგიდის უჯრაში იდო, სადაც ჩვეულებრივ მყიდველს ხელი არ მიუწვდებოდა. მაღაზიის გამყიდველმა, ვიღაც ბიჭი რომ დაინახა მაგიდასთან, მივიდა და კითხა, იქ რას აკეთებდა, ბრალდებულმა უთხრა, თითქოს კედების გაზომვა უნდოდა თუ რაღაც ასეთი...თუმცა, ეს არ არის დიდების ტანსაცმლის მაღაზია, აქ მხოლოდ პატარების ფეხსაცმელები და ტანსაცმელი იყიდება"-განცხადა ერთ-ერთმა მოწმემ.
მეორე მოწმის თქმით, დაზარალებულმა თანხის მოპარვის შესახებ მხოლოდ მას შმდეგ შეიტყო, რაც მაღაზიაში მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა მიმდებარე ტერიტორია დატოვა:
"დაზარალებული შ.ს მოვიდა ჩემთან და ფულის დაკარგვის შესახებ მომიყვა. ასევე თქვა, რომ ბიჭი, რომელსაც ის გამოედევნა, ლურჯი მაისურით და შავი შორტებით ძველი ბაზრისკენ გარბოდა, თუმცა, ვერ დაეწია. გამომდინარე იქედან, რომ მას ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა, ჩემი მობილურით განვახორციელეთ ზარი 112 ში. ამის შემდგომ მოვიდა პოლიცია. როგორც მერე გავიგე პოლიციას დაუჭერია და დამნაშავეს საკუთარი დანაშაული უღიარებია. ბოდიშიც მოუხდია და დაპირებია, თანხის უკან დაბრუნებას“-აღნიშნა მოწმის სტატუსით დაკითხულმა ქალბატონმა.
მომხარდი საქმის პროკურორი შოთა ჩხაიძე გახლავთ, სასამართლოს შემდეგი სხდომა 25 იანვარს არის ჩანიშნული.