გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ცუცქირიძე: წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

29-10-2019

"ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც. ფაქტია, რომ ლიბერალური საგადასახადო და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მიუხედავად მაინც ვერ მოხერხდა კერძო ინვესტიციების ფართო მოზიდვა ქვეყნის ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში. აბასთუმანის მაგალითმა აჩვენა, რომ განვითარების გეგმასთან ერთად, წამყვან როლს იძენს მსხვილი ინვესტიცია, რაც ასრულებს რა თავისებური ლოკომოტივის როლს, პროექტის წარმატების გარანტორი ხდება, რადგან საკუთარი მონაწილეობით აზღვევს სხვა კერძო ინვესტიციებს"-ამის შსახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წყალტუბოს პროექტი შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს რეგიონში, ხოლო კვალიფიციური კადრების გადამზადებას საგანმანათლებო ცენტრი უზრუნველყოფს.

"ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომლის რეაბილიტაციაც ანალოგიური მოდელზე აიგო და სადაც დღეს მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მხლოდ ერთს „პარაგრაფს“ აშენებს, ხოლო დანარჩენი ხუთის, იქნება ეს „რუმსი“, „რედისონი“, „ქრაუნპლაზა“, თუ „რედიქს ჯგუფის“ სასტუმროების მშენებლობას უკვე სხვა ქართველი ბიზნესმენები ახორციელებენ. გარდა ამისა, ეს არის საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მაგალითი. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფოს თანამონაწილეობა ინფრასტრუქტურის განვითარებით ხორციელდება.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს რეგიონში, ხოლო კვალიფიციური კადრების გადამზადებას საგანმანათლებო ცენტრი უზრუნველყოფს, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნება.
წყალტუბოს და აბასთუმანის განვითარება არ არის მხოლოდ რეკრეაციული ტურიზმი, რადგან ის ქუთაისთან ერთად გახდება კულტურული ტურიზმის მძლავრი კერა. ეს მოდელი საქართველოს ერთგვარ რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს, რაც კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ტურიტულ ნაკადებს და ბუნებრივია, ქვეყნის შემოსავლესაც.
აბასთუმანის და ახლა უკვე წყალტუბოს განვითარებით ჩვენ მოვახდენთ ეკონომიკის აქტივობის გადანაწილებას დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოში, შეკრავს ტურისტული ინდუსტრიის ერთიან რგოლს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, და რაჭის მიმართულებით.

სწორედ დედაქალაქში ეკონომიკური აქტივობის ზედმეტი კონცენტრაცია არის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი.

რაც არანაკლებ მნიშვნელოანია, ამ ტიპის ტურისტული ინდუსტრია, მომსახურების სერვისების განვითარებასთან ერთად, ეკონომიკის მომიჯნავე დარგების და პირველ რიგში აგროსექტორის და მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორც რეგიონში ისე მთლიანად ქვეყანაში. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით ეს პროექტი შექმნის რა ათასობით სამუშაო ადგილს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული და ადამიანური კაპიტალის განვითარების თვალსაზრისითაც"- განაცხადა ცუცქირიძემ.