გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კოტეჯებში ქურდობის ფაქტზე მამაკაცს ბინაში წაასწრეს

31-10-2019

დაახლოებით 40-წლამდე ასაკის მამაკაცს, ქურდობის ფაქტზე, 11 ეპიზოდზე ედავებიან. ამის თაობაზე, დაზარალებულსა და ბრალდებულის ახლობლებს შორის, გორის სასამართლოს წინ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

მხარეებს სასამართლოს ეზოში პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი აწყნარებდა. ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ დაზარალებულები დანაშაულს იგონებენ. მთავარი დაზარალებული კი, აცხადებს, რომ ის პირადად შეესწრო ქურდობის ფაქტს:

,,ჩვენ ბერბუკის დასახლებაში ვცხოვრობთ. მაგ ბიჭს ხურვალეთის დასახლებაშიც მოუპარია რაღაცეები. 

რაც მოხვდებოდა ხელში, ყველაფერს იპარავდა - ჭურჭელს, კოვზებს, სამკაულებს. ჩვენს ბინაში იყო შესული. მიჰქონდა ტრუსიკი, მობილური და რა ვიცი, კიდევ რა" - ამბობს დაზარალებული ქალბატონი.

პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა გვითხრა, რომ სამკარისი მტკიცებულებები არსებობს იმისათვის, რომ ბრალდებულს დანაშაული დაუმტკიცეს. ჩვენს კითხვაზე, თუ ნივთების ქურდობაზე საუბარი, აღნიშნა, რომ ზემოთჩამოთვლილ საგნების გარდა, დაკარგულია ფულადი თანხებიც.

"შიდა ქართლი"