გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბორჯომის სოფლების მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

7-11-2019

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, სოფელ ზანავში, ბეშეთსა და კორტანეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე, პროექტის „ღია დიალოგის“ რეჟიმში ადილობრივმა მოსახლეობამ რამოდენიმე პრობლემური საკითხი დაასახელა მათ შორის, საშეშე მერქანის მოპოვება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი სწორედ არსებული პრობლემების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა.

სამთავრობო გუნდის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გააცნეს ინფორმაცია.