გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ინგლისური ენის 6 თვიანი კურსი დასრულდა

12-12-2019

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო 6 თვიანი კურსი დაასრულა. წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები იუსტიციის სასწვლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ გადასცა.

 

კურსი მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და პანკისის ხეობის განვითარების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. სწავლება ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობდა.

 

პროექტი მაქსიმალურად მორგებული იყო ადგილობრივების საჭიროებებზე და მიზნად ისახავდა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ინგლისური ენის გაუმჯობესების ხელშეწყობას. სწავლების პროცესში თავიდან 36 პირი ჩაერთო, თუმცა, კურსი წარმატებით 12-მა მონაწილემ დაასრულა.

 

კურსის ბოლოს ფინალური ტესტირებაც ჩატარდა და წარმატებულ მონაწილეებს ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება დაემთხვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ამიტომ სპეციალურად მათთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერმა, ანა ვაშალომიძემ ჩაატარა ტრენინგი „სამართალი და ადამიანის უფლებები“. ტრენინგის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა მოინახულეს ეროვნული მუზეუმი.

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია 2019 წლის აპრილში გამოაცხადა.