14-12-2019
თელავიდან 1500-მდე ადამიანი თბილისში ევროსაბჭოს თავჯდომარეობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად გამოემგზავრა. ამის შესახებ თელავის საკრებულოს წევრმა, ლევან კოჭლოშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ყველამ ერთად უნდა იზეიმოს, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. მისივე თქმით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ და იძულებით მოქალაქებიას წაყვანა არ მომხდარა.
„ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ, რომ საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მსურველი, მაგრამ 1500 ადამიანზე მეტის წაყვანის ორგანიზება ვერ მოვახერხეთ. ოპოზიცია კი ამბობს იძულებითი ხდებაო, მაგრამ თავისი თვალით ხედავენ რამდენი ადამიანია მსურველი“, - აღნიშნა კოჭლოშვილმა.