გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დასავლეთის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა სრულად აღდგა

24-12-2019

დასავლეთის მიმართულებით, ხარაგაული-ძირულას გადასარბენზე, სარკინიგზო მოძრაობა სრულად აღდგა.

განცხადებას ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

"ხარაგაული-ძირულას გადასარბენზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო 24 დეკემბერს, შეფერხებით მოძრაობდა შემდეგი სამგზავრო მატარებელები:

№ 678 თბილისი - ქუთაისი; №804 თბილისი-ბათუმი; №874 თბილისი-ფოთი; №801 ბათუმი -თბილისი; №871 ფოთი-თბილისი და №869 ზუგდიდი-თბილისი.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო - ამ დროისათვის მოძრაობა სრულად აღდგენილია"-ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.