გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ჰოსპიტალიზებულია

10-01-2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ჰოსპიტალიზებულია.


ვალერი კვარჩია საავადმყოფოში გულის შეტევით გადაიყვანეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვარჩიამ „პარლამენტის“ შენობა თავისი ფეხით ექიმებთან ერთად დატოვა. ადგილზე შეკრებილებს კი კეთილგონიერებისკენ მოუწოდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობა გრძელდება. მოსახლეობა რაულ ხაჯიბას მეორე ვადით „პრეზიდენტად“ არჩევას აპროტესტებს.

გუშინ ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს, თბილისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა.