10-01-2020
რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ყურადღებით აკვერდებიბიან აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და მას აფასებენ როგორც „შიდა პოლიტიკურ“ პროცესებს.
„ყურადღებით ვაკვირდებით სოხუმში მიმდინარე შიდაპოლიტკურ მოვლენებს და მის განვითარებას. ამ „ქვეყანაში“ მომხდარ მოვლენებს ვაფასებთ, როგორც შიდა პოლიტიკურ საქმეებს და იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულედება“ ,- წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი ე.წ. პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევის გამო გუშინ დაიწყო და დღეს დილით განახლდა.
გუშინ აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.
სოხუმში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურნენ.