18-02-2020
კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზში“ განმარტავენ, რომ მოსახლეობას რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს, როგორც კომპენსაციის, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის. ამ დროისთვის მადნეულის დაახლოებით 70 პროცენტის მოპოვება ვერ ხერხდება.
,,მოსახლეობასთან დაახლოებით ოთხი თვეა მოლაპარაკებები მიმიდინარეობს. ჩვენ შევთავაზეთ კომპენსაცია, ჭიათურაში საცხოვრებლით უზრუნველყოფა ან იმ სოფლებში სახლების შეძენა, სადაც მადნეული არ მოიპოვება. მათაც დაიქირავეს კერძო კომპანია შეფასებისთვის, თუმცა ამ დრომდე შედეგები ჩვენთვის ცნობილი არ არის", - განმარტა კომპანიის წარმომადგენელმა მერაბ ლომინაძემ.
ამ დროისთვის 16 მაღაროდან 13 გაჩერებულია. „ჯორჯიამ მანგანეზმა“ წინა გაფიცვისას მიყენებული ზარალის გამო სასამართლოში საჩივარი შეიტანა, თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, პარასკევს მათივე ინიციატივით დავა შეწყვიტა, რამდენიმე დღეში კი საპროტესტო აქცია განახლდა.
დღეს ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.