გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

24-02-2020

ასპინძაში, მდინარე მტკვარში შუა ხნის მამაკაცის ცედარი იპოვეს. გარდაცვლილი სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცხედარს კი ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს.
“ყველა ვეძებდით სოფელში. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს შვილს, შეიძლება ამ ამბავის გამო თავი მოიკლა. ძალიან მშრომელი კაცი იყო”, – ამბობენ სოფელში.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში უთხრეს,მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

kvira