გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრიწყალში აქცია გაიმართა

5-02-2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრიწყალში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მოსახლეობა გაზის, სასმელი წყლის და გზის არარსებობას უჩივის.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელს ასევე არ გააჩნია ინტერნეტი, სასურსათო მაღაზია და აფთიაქი. მათივე თქმით, დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე მუნიციპალიტეტს, თუმცა დაპირების მიუხედავად, არაფერი შეცვლილა.

ადგილობრივები ასევე მოითხოვენ, რომ სოფელმა „მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლოს.

ახმეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ სოფელში არსებულ პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებენ. მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, პირველი მარტიდან ადგილობრივებს უფასოდ მოემსახურებათ ტრანსპორტი და ასევე მოგვარდება გაზის პრობლემაც.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"